
გამარჯობა
მე ვარ თამთა ქოქოლაძე — დიზაინერი, რომელიც ზრუნავს ქალების ჩაცმულობაზე. ჩვენი გუნდის მიზანია შევქმნათ ელეგანტური, ხარისხიანი სამოსი, რომლითაც თითოეულ ქალს მივცეთ თავდაჯერებულობისა და კომფორტის განცდას.
ბოლო კოლექცია ეძღვნება საქმიან ქალებს. მათთვის შევქმენით მრავალფეროვანი არჩევანი კლასიკური ორეულებისგან: შარვლისა და პიჯაკის კომბინაციები, ქვედაბოლოებისა და პიჯაკის ნაკრებები,რათა ყოველდღე იგრძნონ თავი თავდაჯერებულად და შთამბეჭდავად.
ჩვენ ასევე ვზრუნავთ მშობლებზე, რომ მათ პატარებს (3-დან 14 წლამდე) მარტივად შეურჩიონ ეკოლოგიურად სუფთა ქსოვილისგან დამზადებული, კომფორტული და ლამაზი ტანსაცმელი.
ჩვენს სივრცეში შეძლებთ შეარჩიოთ როგორც კლასიკური ორეულები და კაბები, ისე შეუკვეთოთ ინდივიდუალურად შექმნილი მოდელები ან შეიძინოთ უკვე მზა ნამუშევრები ჩვენი ვებგვერდიდან.
დაგვიკავშირდით — ერთად შევქმნათ თქვენი ისტორია.
ჩემი ისტორია
27 წლის ასაკში გადავწყვიტე ჩემს ცხოვრებაში პროფესია მთლიანად შემეცვალა და ბავშვობის ოცნებას გავყოლოდი. ასე შევძელი დამესრულებინა მრავალწლიან საბანკო კარიერა და ფეხი შემედგა ჩემთვის სრულიად ახალ, მოდის სფეროში.
ამისთვის დამჭირდა ორ წლიანი სწავლება და პარალელურად ორ წლიანი პრაქტიკა. დღეს კი სრულიად დამოუკიდებლად მაქვს ჩემი ბიზნესი და ასობით კმაყოფილი კლიენტი.
რთული იყო? ნამდვილად, მაგრამ როცა გულით გინდა — შეუძლებელი არაფერია! გვიან არასდროსაა. ქალებს ხომ ყველაფერი გამოგვდის და შეგვიძლია.
საქმიანო ქალებო, ყოველი დღე ახალი შესაძლებლობაა საკუთარი სტილის გამოხატვისთვის. სწორედ ამიტომ შევქმენით ჩვენი ბოლო კოლექცია — დეტალებზე ზრუნვა, კომფორტი და ელეგანტურობა, რომელიც ყოველდღიურ ცხოვრებაში წარმოაჩენს თქვენს თავდაჯერებულობას. ატარეთ TG და შეიგრძენით როგორ ცოცხლდება თქვენი უნდივიდუალური სტილი.
საკონტაქტო
მუდმივად ვეძებ ახალ და საინტერესო შესაძლებლობებს — დამიკავშირდით.
557 66 90 66